მენეჯმენტი

მენეჯმენტი

ლაშა ტაბიძე

გენერალური დირექტორი

ლაშა ტაბიძე

გენერალური დირექტორი

ლაშა ტაბიძე, „ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორი.

 

ლაშა ტაბიძე, „ვიონი საქართველოს“ გენერალურ დირექტორად 2021 წლის 15 მარტს დაინიშნა. გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებამდე, 2018 – 2021 წლებში ლაშა ამავე კომპანიაში ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, რომელზეც ის კომერციული დირექტორის პოსტიდან დაწინაურდა. საერთო ჯამში ლაშას გამოცდილება ტელეკომუნიკაციების სექტროში 10 წელს ითვლის.

 

ლაშას აქვს მრავალი წლის წარმატებული გამოცდილება ბიზნესის მართვაში, აღმასრულებელ პოზიციებზე. 2011 წელს, „ვიონი საქართველოში“ კომერციული დირექტორის პოსტზე გადმოსვლამდე, ლაშა მუშაობდა ისეთ კომპანიებში როგორებიცაა სს სარაჯიშვილი - კომერციული დირექტორის პოზიციაზე და Vellagio Ltd. (ვისოლი ჯგუფი) - ბიზნესის განვითარების დირექტორად.

 

ლაშას განათლება მიღებული აქვს რუპრეხტ-კარლს უნივერსიტეტი ჰაიდელბერგში, გერმანია, ეკონომიკის განხრით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. თავისუფლად საუბრობს 4 ენაზე: ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსული.

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიური დირექტორი

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიური დირექტორი

დიმიტრი შუღლიაშვილი „ვიონი საქართველოს“ 2016 წელს შემოუერთდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2019 წლიდან კი  როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების, ისე ტექნიკური დირექციის ხელმძღვანელი გახდა.

 

„ვიონი საქართველომდე“ დიმიტრი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა „კავკასუს ონლაინში“ სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელად. მისი უფრო ადრინდელი სამუშაო გამოცდილება მოიცავს დეველოპერისა და სისტემის ადმინისტრატორის პოზიციებს, საქართველოს წამყვან კომპანიებში.

 

დიმიტრის განათლება აქვს მიღებული კომპიუტერული მეცნიერების განხრით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ირაკლი ესართია

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ესართია

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ესართია „ვიონი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად 2015 წელს დაინიშნა, რის ფარგლებშიც მას ექვემდებარება იურიდული და რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები, ასვე სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა. მანამდე ის იურიდიულ და რეგულაციებთან დაკავშირებულ მიმართულებას მართავდა. ირაკლი ასევე ხელმღვანელობს „ვიონი ჯგუფის“ სანქცირებისა და ექსპორტის კონტროლის კომიტეტს.

 

ირაკლი „ვიონი საქართველოს“ გუნდს 2006 წელს, უფროსი იურისტის პოზიციაზე შეუერთდა. „ვიონი საქართველოში“ გადმოსვლამდე ირაკლი მუშაობდა იურისტის პოსტზე „პროკრედიტ ბანკში“ და თბილისის მერიაში.

 

ირაკლის განათლება აქვსვ მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურისპრუდენციის მიმართულებით და არის სამოქალაქო სამართლის სერტიფიცირებული ადვოკატი. ირაკლი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ვასილ ბერიშვილი

ფინანსური დირექტორი

ვასილ ბერიშვილი

ფინანსური დირექტორი

ვასილ ბერიშვილი „ვიონი საქართველოს“ ფინანსური დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. „ვიონი საქართველოში“ გადმოსვლამდე, ვასილი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების კომპანია „ჯეოსელში“, მათ შორის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2013-2015 წლებში. „ჯეოსელში“ მოღვაწეობა კი 2000 წელს, ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტად დაიწყო. ვასილს ასევე აქვს გამოცდილება აუდიტისა და იურისპრუდენციის სფეროებში.

 

ვასილი ფლობს ნიქოზიის უნივერსიტეტის  მაგისტრის დიპლომს ციფრული ვალუტების სფეროში და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ხარისხს. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

ლელა სალაყაია „ვიონი საქართველოს“ პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ  საკითხთა დირექტორის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს. „ვიონი საქართველოში“ გადმოსვლადმე, 2005- 2007 წლებში ლელა მუშაობდა ადამიანური რესურესების მართვის დირექტორის პოსტზე საქართველოს უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიაში „პსპ ჯგუფი“. 2003- 2005 წლებში ლელა ადამიანური რესურესების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელბოდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინდუსტრიაში წამყვან კომპანია UGT -ში. ლელას ასევე აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ მოღვაწეობდა „ბანკი რესპუბლიკა“-ში (სოსიეტე ჟენერალ ჯგუფი). მოწვეული ლექტორის სტატუსით ლელა ლექციებს კითხულობს საქართველოს თითქმის ყველა წამყვან უმაღლესი განათლების სასწავლებელში.

 

ლელა ფლობს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ფლობს მაგისტრის ხარისხს ტრენინგისა და განვითარების ინსტუტისგან, ამჰერსტის უნივერსიტეტი და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლისგან, მაასტრიხტის უნივერსიტეტი.

 

ლელა საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

სოფო ბალავაძე „ვიონი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. „ვიონი საქართველო“-ში გადმოსვლამდე სოფო მუშაობდა საქართველოს წამყვან ბანკში, სს „საქართველოს ბანკში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა კომუნიკაციებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს ბანკში სოფომ ჯამში 13 წელი გაატარა, სადაც მისი მოღვაწეობა შიდა კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციიდან დაიწყო. „საქართველოს ბანკში“ გადმოსვლამდე სოფო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოში მუშაობდა.

 

სოფო ფლობს შვეიცარიის Università Della Svizzera Italiana - ს მაგისტრის ხარისხს კომუნიკაციების მართვაში და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრის დიპლომს. სოფო თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, საუბრობს გერმანულად და ფრანგულად.

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

ია მამეიშვილი „ვიონი საქართველოს“ ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერის თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს. ია კომპანიას 2017 წლის დასაწყისში კომპლაენს სპეციალისტის პოზიციაზე შემოუერთდა.

 

„ვიონი საქართველოში“  მუშაობის დაწყებამდე ია სს "ბაზისბანკში" ფინანსური მონიტორინგის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, 2010 – 2017 წლებში.

 

ია არის კომპლაენსის საერთაშორისო ასოციასიის მმართველობის, რისკისა და კომპლაენსის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი. იას განათლება აქვს მიღებული იურისპრუდენციის განხრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

მარიკა ჭაბუკიანი „ვიონი საქართველოს“ მომხმარებლის გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე 2018 წელს დაწინაურდა. მანამდე, 2009 – 2018 წლებში მარიკა ამავე კომპანიის აბონენტთა სატელეფონო მომსახურების გუნდის ხელმძვანელი იყო. მარიკას კარიერა „ვიონი საქართველოში“ კი 2007 წელს დაიწყო.

 

მარიკას განათლება აქვს მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

""