გადაუდებელი დახმარების ნომრები

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

გადაუდებელი დახმარების ნომრები

მობილური ტელეფონიდან გადაუდებელი დახმარების ნომრებთან დაკავშირება ხდება უფასოდ, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე.

 

112 წარმოადგენს საგანგებო სამსახურთან (სახანძრო, სასწრაფო, საპატრულო პოლიცია და ა.შ.) დამაკავშირებელ სპეციალურ ნომერს.

 

დაკავშირება შესაძლებელია მაშინაც, კი თუ ნომერი ორმხრივად არის გათიშული და ტელეფონში არ დევს SIM ბარათი.

 

საქართველოს მთავრობის #660 დადგენილების თანახმად, მომსახურების ღირებულება შეადგენს 0,40 ₾ და მისი ჩამოჭრა ხდება ყოველთვიურად ყველა მობილური ოპერატორის ნომრიდან. საფასურის გადახდა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მობილური ბალანსიდან, თვის მანძილზე გახარჯული თანხა 5 ₾ აღემატება. თუ ნომრის ბალანსზე არ იქნება მომსახურების საფასურის გადახდისთვის საკმარისი თანხა, დავალიანება გადავა მომდევნო თვეში და მისი ჩამოკლება მოხდება ანგარიშის შევსებისთანავე.

www.112.gov.ge

 

111 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბავშვთა დახმარების დროებითი  ცხელი ხაზის ნომერი

114 - გაზის საავარიო სამსახურის ნომერი

123 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნომერი

125 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ნომერი

126 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ნომერი

144 - მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი

153 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ნომერი

199 - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნომერი

 

აღნიშნულ ნომრებზე დაკავშირება შესაძლებელია მაშინაც, კი თუ ნომერი ორმხრივად არის გათიშული.